საქართველოში კორონავირუსის 1064 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 29 ადამიანი, 1135 კი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 564 კვლევა, მათ შორის 10 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 676 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.13%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი -543
- აჭარა - 125
- იმერეთი - 99
- ქვემო ქართლი - 62
- შიდა ქართლი - 25
- გურია - 7
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104
- კახეთი - 47
- მცხეთა-მთიანეთი - 17
- სამცხე-ჯავახეთი - 18
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია 335 769 შემთხვევა. ვირუსისგან გარდაიცვალა 4569 ადამიანი.